როდის განახლდება ლა ლიგა? ტებასმა 3 ვარიანტი დაასახელა
Aa
Aa

როდის განახლდება ლა ლიგა? ტებასმა 3 ვარიანტი დაასახელა

ლა ლიგის პრეზიდენტმა, ხავიერ ტებასმა 2019-20 წლების სეზონის განახლების თარიღებზე და იმ ფინანსურ ზარალზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსის პანდემიამ ესპანურ ფეხბურთს მიაყენა.

„ჩვენ უეფასთან ერთად, სხვადასხვა ვარიანტზე ვმუშაობთ და შესაძლოა ლა ლიგა 28 მაისს, 6 ივნისს, ან 28 ივნისს განახლდეს. ზუსტი თარიღის დასახელება ძალიან რთულია და ყველაფერი ესპანეთის მთავრობაზეა დამოკიდებული“.

„ეკონომიკური თვალსაზრისით ყველა ასპექტი რომ გავითვალისწინოთ და რომ დავუშვათ, რომ სეზონი არ განახლდება, ზარალი 1 მილიარდი ევრო იქნება. თუ სეზონი განახლდება და მატჩები გულშემატკივრების გარეშე გაიმართება, მაშინ ეს თანხა 300 მილიონ ევრომდე შემცირდება, ხოლო თუ ქომაგებს სტადიონებზე დასწრების უფლებას მივცემთ, ზარალი მაინც საკმაოდ სოლიდური იქნება. საუბარი დაახლოებით 150 მილიონ ევროზეა".

შეგახსენებთ, რომ ესპანეთში 140511 ადამიანია ინფიცირებული. გარდაცვლილთა რაოდენობა კი, 13897-ს აღწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები