ლაუტარო ინტერს ვერ შუთანხმდა - არგენტინელი ბარსელონას უახლოვდება
Aa
Aa

ლაუტარო ინტერს ვერ შუთანხმდა - არგენტინელი ბარსელონას უახლოვდება

გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, ლაუტარო მარტინესი „ინტერს“ ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ შეუთანხმდა და არგენტინელი „ბარსელონაში“ გადასვლას კიდევ უფრო მიუახლოვდა.

„ინტერი“ ლაუტაროს წელიწადში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს სთავაზობდა, რაც ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა იუარეს. ეს მოულოდელი სულაც არ ყოფილა, რადგან „ბარსა“ მას წლიურად 10 მილიონს სთავაზობს.

წყარო იმასაც წერს, რომ ლაუტაროს „კამპ ნოუზე“ გადასვლა გადაწყვეტილი აქვს, მას მესისთან ერთად თამაში სურს და ამისთვის ხელის შეშლა „ინტერს“ ძალიან გაუჭირდება.

მილანელები მზად არიან კორონავირუსის გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე ლაუტაროს გამოსასყიდი თანხა დაწიონ, რომელიც 111 მილიონი ევრო გახლავთ. გავრცელებული ინფორმაციით, „ინტერმა“ შესაძლოა მარტინესი 80 მილიონად დათმოს.

როგორც ცნობილია, „ბარსელონას“ ცენტრფორვარდის ყიდვა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მათი ნომერ პირველი არჩევანი წორედ არგენტინელია. შესაძლოა მოლაპარაკებებში „ბარსამ“ თავისი რომელიმე მოთამაშეც ჩართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები