Aa
Aa

გუნდის თვითმფრინავით 1.2 მილიონი პირბადე ჩამოიტანა - „პეთრიოთსის" მფლობელის ღირსეული ჟესტი

მასაჩუსეტსის გუბერნატორს, ჩარლი ბეიკერს კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში „ნიუ ინგლენდ პეთრიოთსი“ დაეხმარა. ცოტა ხნის წინ, ბეიკერმა ჩინური კომპანიისგან 1.2 მილიონი პირბადე N 95 შეიძინა, მაგრამ ქვეყანაში მათ შემოტანას ვერ ახერხებდა.

პრობლემის აღმოსაფხვრელად იგი „ნიუ ინგლენდ პეთრიოთსის“ მფლობელს, რობერტ კრაფტს დაუკავშირდა. ამ უკანასკნელმა გუბერნატორს ბოინგ 767 გამოუყო, რომლითაც სეზონის მიმდინარეობისას გუნდის გადაყვანა ხდება.

თვითმფრინავი ჩინეთში გაემგზავრა და 1.2 მილიონი პირბადით დატვირთული, ბოსტონში ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 5 საათსა და 55 წუთზე დაეშვა. პირბადეებს მასაჩუსეტსში  მდებარე საავადმყოფოებს გადასცემენ და მათ სამედიცინო პერსონალი გამოიყენებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირბადეების შეძენაში რობერტ კრაფტიც მონაწილეობდა და მან 2 მილიონი აშშ დოლარი გაიღო. ამერიკული პრესის ცნობით, „ნიუ ინგლენდის“ მფლობელი 300 000 პირბადეს ნიუ იორკის შტატს გადასცემს, სადაც კორონავირუსით უკვე 1941 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები