სონი მზადაა, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადოს
Aa
Aa

სონი მზადაა, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადოს

PA Media-ს ცნობით, სამხრეთ კორეის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ჰიუნ-მინ სონმა პრემიერ ლიგაში აღებული პაუზის გამო, შესაძლოა, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადოს. აღნიშნული წყაროს მიხედვით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პრემიერ ლიგის მატჩები პანდემიის გამო კიდევ გადაიდება.

''ტოტენჰემის'' ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იმ სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოიხდის, რომელიც ოთხკვირიან პერიოდს მოიცავს.

27 წლის მოთამაშე მხრის ტრავმა მკურნალობს და ამჟამად სამშობლოში იმყოფება. ამ ეტაპზე, პრემიერ ლიგა ოფიციალურად პანდემიის გამო 30 აპრილამდე შეწყვეტილია. სონი შემდეგი გადაწყვეტილების მოლიდინშია, თუ პრემეირ ლიგის პაუზა გაგრძელდება, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მოიხდის.

"დეზების" შემტევი სამშობლოში გასული კვირის მიწურულს ჩაფრინდა და ორი კვირა კარანტინში უნდა გაატაროს.

''ჰამბურგისა'' და ლევერკუზენის ''ბაიერის'' ყოფილი ფეხბურთელი 2015 წლიდან ''ტოტენჰემის'' ღირსებას იცავს. სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდში 87 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.

2018-19 წლების სეზონში ''დეზები'' ჩემპიონთა ლიგის ფინალში, რაშიც სონის წვლილი საკმაოდ დიდი იყო. ფინალურ შეხვედრაში პოჩეტინოს გუნდი ''ლივერპულთან'' დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები