ასპრილია: „დეფიციტი არ იქნება, 3.5 მილიონი პრეზერვატივი მაქვს”
Aa
Aa

ასპრილია: „დეფიციტი არ იქნება, 3.5 მილიონი პრეზერვატივი მაქვს”

კორონავირუსის გამო, მსოფლიო პრეზერვატივების დეფიციტის ზღვარზეა. Covid 19-ის გავრცელების შესაკავებლად დაწესებული შეზღუდვები სხვადასხვა ქვეყანაში უმსხვილეს მწარმოებლებს შეეხო.

მალაიზიური კომპანია Karex Bhd-ის სამი ქარხანა, რომლებიც მსოფლიოს პრეზერვატივების 20 % აწარმოებენ, ერთი კვირის განმავლობაში არ მუშაობდნენ და გეგმას 100 მილიონი პრეზერვატივით ჩამორჩნენ.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ სულ მალე მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრეზერვატივების დეფიციტი იქნება, თუმცა „ნიუკასლის“ ყოფილი ფეხბურთელი, ფაუსტინო ასპრილია ამბობს, რომ სანერვიულო არაფერია.

კოლუმბიელმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მარაგში 3.5 მილიონი პრეზერვატივი აქვს. ასპრილია მზადაა გლობალური დეფიციტის დამარცხებაში თავისი წვლილი შეიტანოს და მომხმარებელს აქციასაც სთავაზობს - „ორი ერთის ნაცვლად“.

შეგახსენებთ, რომ ასპრილიამ საფეხბურთო კარიერა 2004 წელს დაასრულა და რამდენიმე წლის შემდეგ, პრეზერვატივების, „ტინოს“ გამოშვება დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები