ხაბიბი კორონავირუსზე: „ეს ღვთის სასჯელია
Aa
Aa

ხაბიბი კორონავირუსზე: „ეს ღვთის სასჯელია"

ხაბიბ ნურმაგომედოვმა „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე საზოგადოებას მიმართა და კორონავირუსის პანდემიის გამო, შექმნილი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

„გაითვალისწინეთ ყველაფერი, რასაც ექიმები გეუბნებიან. ახლა ძალიან რთული დროა. 10 დღეა დაღესტანში ვიმყოფები და ვხედავ, რომ აქ ხალხი ამ დაავადებას მთელი სერიოზულობით არ ეკიდება, არადა კორონავირუსი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

აუცილებელია ყურადღება გამოვიჩინოთ და სიფრთხილე დავიცვათ. ღმერთს სთხოვეთ, რომ გვაპატიოს.

100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ღვთის სასჯელია და არა გამოცდა. ჩვენ პატიება უნდა ვითხოვოთ.

მე, თქვენ და ყველას, ასე რომ ვთქვათ, ბევრი დანაშაული გვაქვს ჩადენილი“.

შეგახენებთ, რომ ხაბიბს 18 აპრილს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, რუსეთის დატოვებას ვერ ახერხებს და დიდი ალბათობით „ელ კუკუის“ სხვა მეტოქე ეყოლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები