Aa
Aa

ტერ შტეგენი: "ლა ლიგის ბევრი ფეხბურთელის გვარი არ ვიცი, ამაზე დამცინიან"

„ბარსელონას“ მეკარის, მარკ-ანდრე ტერ შტეგენის განცხადებით, იგი საფეხბურთო მატჩებს იშვიათად უყურებს და არც ბევრი ფეხბურთელის სახელი იცის. გერმანელმა კარის დარაჯმა ინტერვიუ გამოცემა El Pais-ს მისცა.

„ხალხი იცინის ხოლმე, როცა ვეუბნები, რომ ფეხბურთის შესახებ აზრზე არ ვარ. მართლაც, ბევრ თამაშს არ ვუყურებ, გამონაკლისი მხოლოდ დიდი მატჩები და ის შეხვედრებია, რომლებიც პროფესიული კუთხით მჭირდება და რაღაცების ჩანიშვნა მიწევს ან რომელიმე გუნდში ჩემი მეგობარი თამაშობს. ასეთ დროს ხანდახან ფეხბურთელების სახელს მეკითხებიან, მე კი აზრზე არ ვარ.

მაგალითად, ლა ლიგის ფეხბურთელების გვარები არ ვიცი. თუმცა, მოგვიანებით, როცა ვიდეოს ვნახავ, ზუსტად ვიცი, რომელი ფეხბურთელია. მათ სახელ-გვარებზე უკეთესად მამახსოვრდება ის, თუ როგორ მოძრაობენ მოედანზე, როგორ ურტყამენ ან აწვდიან“.

27 წლის მეკარე ესპანეთის ჩემპიონატში 2014 წლიდან თამაშობს, გერმანიის ნაკრების ღირსებას კი 2012 წლიდან იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები