30 წლის წინ - საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო
Aa
Aa

30 წლის წინ - საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო

ზუსტად 30 წლის წინ - 1990 წლის 30 მარტს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატი დაიწყო.

გახსნით მატჩში ერთამანეთს თბილისის იბერიას სახელით მოასპარეზე დინამო თბილისი და ფოთის კოლხეთი დაუპირისპირდნენ.

მატჩი ფოთელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

ჩემპიონატის პირველი და ისტორიული გოლი ოლიმპიურმა ჩემპიონმა გელა კეტაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ბურთის თამაშში შეყვანის პატივი - ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვების მომტანი გოლის ავტორის, ვიტალი დარასელიას ვაჟს , 11 წლის ვიტალი დარასელია უმცროსს ერგო.

შეხვედრის დაწყებამდე კი ფეხბურთელებს და სავსე "დინამო" სტადიონს ეროვნული მოძრაობის იმდროინდელმა ლიდერმა ზვიად გამსახურდიამ მიმართა.

იბერია: ხაპოვი, კეტაშვილი, ცხადაძე, ჭედია, არზიანი, გოგიჩაიშვილი, ქეცბაია, ცაავა, რევიშვილი, გურული, კაჭარავა შეცვლაზე შევიდნენ: გ. ჯიშკარიანი, ჩიქოვანი

მთავარი მწვრთნელი: დავით ყიფიანი

კოლხეთი: გვასალია, კურგენიანი, ქაჯაია, გიორგაძე, გიგატაძე, შამათავა, თოფურია, მახარაძე, ჯუღელი, თვარაძე, ავრამიდისი შეცვლაზე შევიდნენ: თიბილაშვილი, ინიაშევი, ბაჯალაძე

მთავარი მწვრთნელი: ჯონი ჯანელიძე

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები