პანდემია როგორც დიდი ფინანსური დარტყმა: ''ბარსაში'' ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდება
Aa
Aa
27 მარტი 2020  |  14:53

პანდემია როგორც დიდი ფინანსური დარტყმა: ''ბარსაში'' ხელფასები მნიშვნელოვნად შემცირდება

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე კატალონიის ''ბარსელონას'' მოთამაშეები კლუბთან ხელფასის შემცირებაზე არ შეთანხმებულან, თითოეულ ფეხბურთელს კარგად ესმის, რომ პანდემიის გამო ხელფასის შემცირება გარდაუვალია, რაც ფეხბურთელების გარდა კლუბის თითოეულ თანამშრომელსა და მაღალი თანამდებობის პირებს ეხებათ.

კატალონიურმა კლუბმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით ხელფასების შემცირება კლუბში დასაქმებულ ნებისმიერ პირს შეეხება, მათ შორის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებს, ვარსკვლავების ფინანსური შემოსავალი საგრძნობლად შემცირდება. ესპანური მედიის ცნობით საუბარია 70-პროცენტიან კლებაზე.

ესპანური მედიის ცნობით კლუბი თანამშრომლებთან ხელფასების შემცირების საკითხის განხილვას არ აპირებს. ხელფასების შემცირება განიხილება, როგორც დროებით პროცესი. პანდემიის დასრულებისა და ვითარების ჩვეულ კალაპოტში დაბრუნების შემდეგ კლუბის მმართველები კონტრაქტში მითითებული ხელფასების გადახდას იმედოვნებენ, თუმცა მთელს მსოფლიოში ყველას კარგად ესმის, რომ გაჩერებული ეკონომიკის შემდეგ კრიზისიდან გამოსვლა ურთულესი იქნება. ერთი რამ ნათელია, ''ბარსელონას'' ვარსკვლავებს პანდემიამ დიდი ფინანსური დარტყმა მიაყენა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ მას შემდეგ რაც კლუბის თანამშრომელთა და ფეხბურთელთა სამუშაო დრო შემცირდა, შესაბამისად ეს ფაქტორი ხელფასებზეც აისახა, ''ბარსელონას'' ფეხბურთის გარდა კიდევ რამდენიმე სპორტული გუნდი აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთში ყველა სპორტული ღოსნიძიება გადაიდო, ხელფასი ''ბარსელონას'' ყველა სპორტსმენ თანამშრომელს შეუმცირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები