Aa
Aa

"გმადლობთ, ბრწყინვალე მოგონებებისთვის" - ზიდანი იდალგოს გარდაცვალებას გამოეხმაურა

ზინედინ ზიდანი ლეგენდარულ მიშელ იდალგოს გარდაცვალებას გამოეხმაურა. „ზიზუმ“ „ინსტაგრამზე“ პოსტი გაავრცელა, რომელშიც ყოფილ მწვრთნელს დიდი ადამიანი უწოდა.

„ჩემი სამძიმარი მიშელ იდალგოს ოჯახს. იგი დიდი ადამიანი იყო. გმადლობთ, იმ ბრწყინვალე მოგონებებისთვის, რაც 1982 და 1984 წლებში გვაჩუქე“.

მიშელ იდალგო საფრანგეთის ნაკრებს 1976-84 წლებში წვრთნიდა. 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მისმა შეგირდებმა მე-4 ადგილი დაიკავეს, 1984 წელს კი „სამფეროვნებმა“ პირველი დიდი ტურნირი მოიგეს - იდალგოს თავოსნობით ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს.

ლეგენდარული სპეციალისტი გუშინ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფრანგული პრესის ცნობით, გარდაცვალება კორონავირუსს არ უკავშირდება. იდალგო ბოლო წლებში სხვადასხვა დაავადებებს ებრძოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები