კორონავირუსი - კრიშტიანუ რონალდუსა და მისი აგენტის ღირსეული ჟესტი
Aa
Aa

კორონავირუსი - კრიშტიანუ რონალდუსა და მისი აგენტის ღირსეული ჟესტი

კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი, ჟორჟე მენდეში ლისაბონში და პორტუში მდებარე კლინიკებში ინტენსიური თერაპიის 3 განყოფილების მოწყობას დააფინანსებენ, რომლებიც კორონავირუსის გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტებისთვის იქნება განკუთვნილი.

პორტუგალიელი ფეხბურთელი და ჟორჟე მენდეში საავადმყოფოს წარმომადგენლებს უკვე დაუკავშირდნენ და მზად არიან ლისაბონში მდებარე სანტა მარიას ჰოსპიტალში 2, ხოლო პორტუში მდებარე სანტუ ანტონიუს კლინიკაში - 1 განყოფილება მოაწყონ.

აღნიშნული ინფორმაცია სანტა მარიას საავადმყოფოს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელმაც დაადასტურა და განაცხადა: „ჟორჟე მენდეში დაგვიკავშირდა და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად, სურვილი გამოთქვა დააფინანსოს ინტენსიური თერაპიის 2 განყოფილების მოწყობა, რომლებშიც Covid-19-ის გამო, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მოვათავსებთ.

განყოფილება აღჭურვილი იქნება ყველა იმ აპარატურით (საწოლები, სასუნთქი აპარატები, კარდიომონიტორები, გადასხმისთვის საჭირო მოწყობილობები), რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანებისთის ინტენსიური მკურნალობის გასაწევადაა საჭირო".

გავრცელებული ინფორმაციით, სანტა მარიას საავადმყოფოს თითოეულ განყოფილებაში 10 საწოლი და ხელოვნური სუნთქვის აპარატები, სანტუ ანტონიუს ჰოსპიტალში კი - 15 საწოლი და სასუნთქი აპარატები იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები