კორონავირუსი | ლა ლიგა გაურკვეველი ვადით გადაიდო
როგორც მოსალოდნელი იყო, კორონავირუსის გამო ფეხბურთი საკმაოდ დიდი ხნით დავკარგეთ. ყველა ჩემპიონატი და სპორტული ღონისძიება შეჩერებულია.
როგორც ცნობილი იყო, ლა ლიგის მატჩები 2 კვირით გადაიდო, თუმცა ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვებამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ მოცდა მოუწევს ლა ლიგასაც.
აქედან გამომდინარე, ესპანეთის ჩემპიონატი ამ მომენტისთვის გაურკვეველი ვადით არის გადადებული.
„სანამ სახელმწიფო და შესაბამისი ორგანოები საჭიროდ არ ჩათვლიან, რომ ადამიანთა ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნება, იქამდე მატჩების გამართვა გამორიცხულია“. - ნათქვამია ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
ყველაფერი კორონავირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული. ამჟამად ევროპაში პიკია. ესპანეთში დღეს 410 ადამიანი გარდაიცვალა, 4 321 კი დაინფიცირდა.