მადეირაზე აეროპორტს რონალდუს სახელი დაერქმევა
მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ნაკრების კაპიტნის საპატივცემულოდ, კუნძულ მადეირაზე აეროპორტისთვის სახელის გადარქმევა გადაწყვიტეს.
ამიერიდან აეროპორტის სახელწოდება "მადეირა კრიშტიანუ რონალდუ აეროპორტი" იქნება. აღნიშნული ინფორმაცია, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაღალჩინოსანმა, ესპანურ El Mundo Deportivo-ს დაუდასტურა.
რონალდუ მადეირას მთავარ ქალაქ ფუნშალშია დაბადებულ-გაზრდილი. აქ უკვე არსებობს სუპერვარსკვლავის სახელობის მუზეუმი, სასტუმრო და ქალაქის მთავარ მოედანზე, ბრინჯაოს ქანდაკება.
მომზადებულია sportsmole.co.uk-ის მიხედვით