კალაძე: ''მილანში მძიმე ვითარებაა, მალდინები თავს უკეთ გრძნობენ''
Aa
Aa

კალაძე: ''მილანში მძიმე ვითარებაა, მალდინები თავს უკეთ გრძნობენ''

იტალიური ''მილანის'' ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ შალვა რამიშვილის გადაცემა ''პოლიტიკური პოსტის'' ეთერში ყოფილი თანაგუნდელის, პაოლო მალდინისა და მისი შვილის შესახებ ისაუბრა, რომლებიც კორონავირუსით დაინფიცირებულნი არიან.

კახა კალაძე: ''მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავთან, პაოლო მალდინთან კომუნიკაცია მქონდა. როგორც პაოლო, ასევე მისი შვილი თავს უკეთ გრძნობენ. მათ გარდა სხვა იტალიელ მეგობრებსაც ვესაუბრე, ვითარება საკმაოდ მძიმეა.

იტალიური საზოგადოება შეშინებულია, საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული. მილანი და მილანის შემოგარენი, ლომბარდიის რეგიონი მთლიანად დაკეტილია. ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ ლომბარდიის რეგიონშია. ექიმები ცდილობენ ინფიცირებულთა გამოჯანმრთელებას, თუმცა ვითარება ძალიან მძიმეა. ექიმებს იტალიაში მუშაობა საკმაოდ რთულ პირობებში უწევთ.''

2001-09 წლებში კახა კალაძე და პაოლო მალდინი თანაგუნდელები იყვნენ. მათ მხარდამხარ თამაშისას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგეს და ერთხელ იტალიის ჩემპიონები გახდნენ. გარდა ამისა უეფას სუპერთასი, იტალიის თასი, იტალიის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები