Aa Aa
22 მარტი 2020  |  17:15

''ეს ფანტასტიკური მომენტი იყო'' - არველაძე ძველ და ახალ ''აიაქსზე''

imgbanner

ტაშკენტის ''ფახთაქორის'' მთავარი მწვრთნელი შოთა არველაძე ჰოლანდიურ მედიას ესაუბრა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირმა ''აიაქსში'' გატარებული პერიოდი გაიხსენა. ასევე, მან აღნიშნა, რომ გასულ სეზონში ''აიაქსის'' ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა შემთხვევითი არ იყო და გუნდი წარმატებისკენ ეტაპობრივად დგამდა ნაბიჯებს. არველაძე ajaxshowtime-ს ესაუბრა.

არველაძე ჰოლანდიურ კლუბში 1997-2001 წლებში ასპარეზობდა, ''აიაქსთან'' ერთად 1997-98 წლების სეზონში ჰოლანდიის ჩემპიონი გახდა. ამავე სეზონში ჰოლანდიის თასის ფინალში გაიმარჯვა. არველაძემ ჰოლანდიის თასი 1998-99 წლების სეზონშიც მოიპოვა.

''აიაქსთან'' დაკავშირებული საუკეთესო მოგონებები

''აიაქსთან'' ბევრი მოგონება მაკავშირებს, თუმცა საუკეთესო მოგონება ''აიაქსში'' ტრანსფერია, როცა ჩემი ოცნება ახდა და ამსტერდამულ კლუბთან კონტრაქტი გავაფორმე. ეს ყველაზე მშვენიერი დღე იყო.

ტრანსფერის შემდეგ ყველაზე სასიამოვნო მოგონება იყო ის ფაქტი, როცა ''აიაქსის'' ფეხბურთელებმა მიმიღეს როგორც გუნდის წევრი, ეს ფანტასტიკური მომენტი იყო. ასევე, ''აიაქსში'' გატარებული პირველი სეზონი შესანიშნავი იყო, ჰოლანდიის ჩემპიონატი და თასი მოვიგეთ, დიდებული მატჩები ჩავატარეთ და ბრწყინვალე გოლები გავიტანეთ.

''აიაქსი'' დიდი ისტორიის მქონე კლუბია, ქომაგები საოცარ ატმოსფეროს ქმნიან, მაგრამ ასე არაა ყველა ფეხბურთელთან მიმართებაში. თუ ''აიაქსში'' შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ, ქომაგებისგან უარყოფითი რეაქცია მოდის.''

შორს ამსტერდამიდან

''გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრას დავესწარი, როცა ''აიაქსი'' ''ტოტენჰემს'' შეხვდა. გადატვირთული გრაფიკისა და შორი მანძილის გამო ამსტერდამში ხშირად ჩაფრენას ვერ ვახერხებ, მოუთმენლად ველი კიდევ როდის ჩავალ ამსტერდამში, თუმცა უახლოეს პერიოდში ეს ძალიან რთული იქნება.''

ვან დერ სარზე და ოვერმარსზე

''გასული 25 წლის განმავლობაში ''აიაქსში'' ბევრი რამ შეიცვალა, ახლა კლუბში მარკ ოვერმარსი და ედვინ ვან დერ სარი მუშაობენ, რომლებმაც კარგად იციან კლუბი როგორ უნდა გახდეს წარმატებული. მათ შეუძლიათ დიდი გამოწვევების გადალახვა.

''აიაქსს'' ბევრმა ადამიანმა სიცოცხლე მიუძღვნა, ვან დერ სარი და ოვერმარსიც ასეთი პიროვნებები არიან.''

ბოლო წლების ''აიაქსზე''

''გასულ წლებში ''აიაქსი'' კვლავ დაუბრუნდა ევროპუელ ფეხბურთს, ბოლო წლებში გუნდი დიდებულ ფეხბურთს აჩვენებს, ისეთს, როგორიც ჩვენ გვსურდა. ''აიაქსმა'' ითამაშა ევროპა ლიგის ფინალში და გასულ წელს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე გავიდა. არ ვფიქრობ, რომ ეს წარმატება იყო მოულოდნელი ან შემთხვევითი, გუნდი ეტაპობრივად პროგრესირებდა.

მიმდინარე სეზონი კლუბისთვის წარმატებული არაა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ვერ დაძლია და შემდეგ ''ხეტაფესთან'' დამარცხდა, რისი ერთ-ერთი მიზეზი ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი იყო.''

imgbanner

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები