''დღეს ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ'' - ფაჩულია სახლში დარჩენის კამპანიას უერთდება
Aa
Aa

''დღეს ერთმანეთზე უნდა ვიფიქროთ'' - ფაჩულია სახლში დარჩენის კამპანიას უერთდება

ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია სოციალურ ქსელში კორონავირუსთან დაკავშირებით გავრცელებულ კამპანიას, ''დარჩი სახლში'' უერთდება. ფაჩულია ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.

''კარგად მესმის, რომ დღეს საქართველოში და ზოგადად მთელს მსოფლიოში რთული პერიოდია. უპირველესად დიდი მადლობა ექიმებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ.

მოგიწოდებთ და გთხოვთ დარჩით სახლში, დღეს არ შეიძლება ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე იფიქროს, დღეს უნდა ვიფიქროთ ერთმანეთზე.

მივმართავ ბიზნესმენებს, გთხოვთ გაითვალისწინოთ არსებული ვითარება და დასაქმებულებს შეუნარჩუნოთ პოზიციები.

ჯანმრთელობას გისურვებთ, დარწმუნებული ვარ ჩვენ ერთად ამ ყველაფერს მალე გადავლახავთ.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები