Aa Aa
20 მარტი 2020  |  13:11

"ჩემს ქვეყანაში ხალხმა ომები და ფინანსური კრიზისები გამოიარა, მაგრამ ახლა იქ ვირუსის შიში აქვთ"

მსოფლიოში და საქართველოში მიმდინარე პანდემიის გამო სპორტი შეჩერებულია.

ამის გამო სპორტში მოღვაწე ადამიანები კორონავირუსთან დაკავშირებით კომენატრებს აკეთებენ.

კვიპროსული რადიო  საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელს თემურ ქეცბაიას გაესაუბრა.

"ანორთოსისის" ამჟამინდელი თავკაცი შეშფოთებულია მიმდინარე მოვლენებით და ამბობს , რომ ის 21-ე საუკუნეში ვერ წარმოიდგენდა მსგავს ვითარებას.

"ათი დღეა, სახლში ვზივარ და ვცდილობ, არსად გავიდე. ჩემი ქალიშვილი ინგლისშია, რომელიც დიდი ქვეყანაა და იციან, როგორ შეიძლება არ შექმნან პანიკა. პრობლემა სერიოზულია, მაგრამ პანიკა უფრო მეტ პრობლემას შექმნის. ამ ვირუსის შესახებ ცოტა რამ ვიცით. საკითხზე კი უნდა ილაპარაკონ მათ, ვისაც ამ სფეროში სიტყვა ეთქმით.

ფეხბურთელებს მხოლოდ ფეხბურთზე ველაპარაკები, მეცნიერებაზე მსჯელობა არ შემიძლია. გვეუბნებიან, რომ ჩემპიონატს დავამთავრებთო, მაგრამ დღეები გადის და ისევ გაურკვევლობაში ვართ. აქ დასვენების დრო არ აქვთ, მაგრამ რა უნდა ვქნა, თუ ტური 15-16 აპრილს განახლდა? მოთამაშეებს დასჭირდებათ დრო, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ფეხბურთელები ფორმაში არ იქნებიან. შეიძლება ისინი სახლის პირობებში ვარჯიშობენ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

კარიერაში რთული პერიოდები მქონია, ახლანდელი ყველასთვის ცუდი დროა. პირველ რიგში, მთავარია სიტუაცია დალაგდეს არამხოლოდ კვიპროსში, არამედ ყველგან. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ 21-ე საუკუნეში მთელი პლანეტა ასეთ მდგომარეობაში ჩავარდებოდა.

კარიერაში ბევრი კარგი და დასამახსოვრებელი მომენტი მქონია ნაკრებთან, ანორთოსისთან და ნიუკასლთან ერთად. ცუდი პერიოდს რაც შეეხება, ეს ტრავმებს უკავშირდება. ცუდი სიტუაციაა ახლაც და ეს დიდი პრობლემა ერთად უნდა გადავლახოთ.

მე ვარ ქვეყნიდან, სადაც ხალხმა გამოიარა ომები, ფინანსური კრიზისები, გვყავს უამრავი ლტოლვილი, მაგრამ ახლა არსებობს ვირუსის შიში, და ეს ყველაზე დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, სადაც გაჭირვებაა."- ამბობს ქეცბაია.

შეგახსენებთ , რომ კვიპროსის ჩემპიონატი შეჩერებულია. "ანორთოსისი" კი 46 ქულით პირველ-მეორე ადგილებს "ომონიასთან" იყოფს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

100% CASHBACK კრისტალბეთზე!

100% CASHBACK კრისტალბეთზე!