''გევედრებით დარჩით სახლში'' - ''აინტრახტის'' ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა
Aa
Aa

''გევედრებით დარჩით სახლში'' - ''აინტრახტის'' ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

საფეხბურთო კლუბ ფრანკფურტის ''აინტრახტის'' ერთ ფეხბურთელს, რომლის ვინაობა არ სახელდება, კორონავირუსი დაუდგინდა. ''აინტრახტის'' ოფიციალური განცხადების მიხედვით კლუბის თითოეულ წევრს კორონავირუსის ტესტი ჩაუტარდება, რის შემდეგაც ბუნდესლიგური გუნდის ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბისა და ტექნიკური პერსონალის წევრები 14-დღიან კარანტინს გაივლიან.

კლუბის მმართველთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ფრედი ბობიჩმა განაცხადა:''ჩვენ ყველა ურთულეს ვითარებაში ვართ. გევედრებით აიღეთ პასუხისმგებლობა და დარჩით სახლში.''

კორონავირუსი იტალიის სერია ა-ს, ინგლისის პრემიერ ლიგის და ლა ლიგის ფეხბურთელებს დაუდგინდათ. ასევე, კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი ''ფლამენგოს'' მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟესუსმა და ლონდონის ''არსენალის'' დამრიგებელმა მიკელ არტეტამაც მიიღეს.

ვითარება საგანგაშოა, ევროპული საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერებულია და უცნობია როდის განახლდება. გუშინ პრემიერ ლიგამ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვით ჩემპიონატი მინიმუმ 30 აპრილამდე არ განახლდება.

შეგახსენებთ, ევრო 2020 ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის ზაფხულში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები