კანავაროს ინიციატივა:
Aa
Aa

კანავაროს ინიციატივა: "დავეხმაროთ წითელ ჯვარს ამ რთულ ვითარებაში"

კორონავირუსის გამო იტალიაში საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული, ქვეყანაში ურთულესი ვითარებაა. ასეთ რთულ დროს ლეგენდარული ფაბიო კანავარო ინიციატივით გამოდის და მის ყოფილ თანაგუნდელებს ერთად დგომისა და წითელი ჯვრისთვის დახმარებისკენ მოუწოდებს.

„მე და ჩემი ყველა მეგობარი, რომლებიც 2006 წელს მსოფლიო ჩემპიონები გავხდით, მოედანზე კვლავ გავალთ, რომ კიდევ ერთი გამოწვევა მოვიგოთ: დავეხმაროთ წითელ ჯვარს ამ რთულ ვითარებაში კორონავირუსთან საბრძოლველად. თქვენ კვლავ ითვლებით ჩვენი გუნდის წევრებად - ერთად ჩვენ ისევ შეგვიძლია გავიმარჯვოთ“.

კორონავირუსმა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მეტად სერია ა-ს წარმომადგენლებს ავნო. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, ამ მომენტისთვის დაინფიცირებულია 25 ათასამდე ადამიანი, ხოლო გარდაცვლიოთა რიცხვი 1800-ს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები