მუჯირი:''ბელარუსთან მატჩის გამართვის ალბათობა მცირეა''
Aa
Aa

მუჯირი:''ბელარუსთან მატჩის გამართვის ალბათობა მცირეა''

სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა ერთა ლიგის ნახევარფინალის შესახებ კომენტარი გადაცემა ''ტაიმაუტთან'' საუბრისას გააკეთა. მუჯირმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის ფედერაცია უეფასთან მუდმივ კომუნიკაციაშია.

დავით მუჯირი:''ჩვენთვის მნიშვნელოვანია უპირატესობის გამოყენება, რაც ერთა ლიგის D დივიზიონში სპორტული პრინციპიდან გამომდინარე მოვიპოვეთ.პირველ ადგილზე გავედით და მეტოქის სახლში მასპინძლობის უფლება მოვიპოვეთ. აქედან გამომდინარე, მაყურებლის თამაშზე მოსვლაზე უარის თქმა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან ფეხბურთი ხალხისაა. მატჩის უმაყურებლოდ ჩატარება პარიზშიც გადაწყვიტეს, მაგრამ ხალხი სტადიონის გარშემო შეიკრიბა და არ მესმის, რა მნიშვნელობა აქვს, ხალხი მასობრივად ტრიბუნაზე იქნება თუ გარეთ.

უეფასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით მატჩის გადადებას ვთხოვთ. ალბათობა მცირეა, რომ ბელარუსთან მატჩი გაიმართოს”.

შეგახსენებთ, ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველო ბელარუსიას დაუპირისპირდება. მატჩი 26 მარტს, ''დინამო არენაზეა'' დაგეგმილი.

ამ ეტაპზე უცნობია კორონავირუსის გამო მატჩი მაყურებელთა გარეშე ჩატარდება თუ გარკვეული დროით გადაიდება.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები