Aa
Aa

Crystalbet ეროვნული ლიგის ვიდეო მიმოხილვა

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თბილისის ლოკომოტივი ასპროცენტიანი შედეგიანობით ასპარეზობს. ლევან კორღალიძეს გუნდმა მეორე ტურშიც მოიგო და სატურნირო ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდადედაქალაქელებმა მიმდინარე ტურში საჩხერის ჩიხურა ანგარიშით 3-1 დაამარცხეს. მატჩში, პირველი ტურის მსგავსად ლოკომოტივის რიგებში დუბლი ირაკლი სიხარულიძემ მიითვალა, ხოლო ავტოგოლი გოდერძი მაჩაიძემ გაიტანა. ნომინალური მასპინძლების მხრიდან ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი კორიფაძე გახდა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. 

კრისტალბეთ ეროვნული ლიგაში დაწინაურებულმა სამტრედიამ მეორე ტურის  შეხვედრაში პირველი სამი ქულა მოიპოვა. კახი კაჭარავას გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის ტორპედო მიიღო და მინიმალური ანგარიშით  1-0 დაამარცხამატჩის მე-13 წუთზე ქუთაისელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი ზუსტად ნიჯატ ყურბანოვმა შეასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტმა თბილისის მერანმა გათამაშების კიდევ ერთ ფავორიტს დააკარგვინა ქულები. ბათუმის დინამოსთან დაფიქსირებული ფრის შემდეგ გიორგი დარასელიას გუნდმა მორიგი საყაიმო ანგარიში საბურთალოსთან მატჩში დააფიქსირა. დაპირისპირება გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ორი ტურის შემდეგ მერანი ორი ქულით  გათამაშების ცხრილის მეხუთე საფეხურზეა, ხოლო საბურთალო კი 4 ქულით მეორე პოზიციას იკავებს.

თელავმა კი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას პირველად უმასპინძლა. კავკასიონი არენას ტრიბუნებზე ანშლაგი იყო.  რევაზ გოცირიძის გუნდმა გორის დილასთან მატჩი ძალიან აქტიურად დაიწყო. მასპინძელების შეტევებს 30-ე წუთზე გორელთა კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა, რომელიც ირაკლი რუხაძემ ზუსტად შეასრულა. გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლების უპირატესობა თვალსაჩინო გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დილას ფეხბურთელი გაუძევესთამაშის სცენარიდან გამომდინარე თითქოს თელავის მიერ სამი ქულის მოპოვებას ხელს არაფერი უშლიდა, მაგრამ მატჩის მიწურულს გიორგი ნემსაძის გუნდმა მაინც მოახერხა სახიფათო კომბინაციის განხორციელება და მომენტი ზუსტი დარტყმით ნუგზარ სპანდერაშვილმა დაასრულა და ანგარიში გაათანაბრა. ამ დროისთვის თელავს 2 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება, ხოლო გორის დილა კი 4 ქულით მე-2 პოზიციაზეა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტური დინამო არენაზე ცენტრალური მატჩით დასრულდა, რომელშიც ერთმანეთს მოქმედი ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონი დაუპირისპირდნენშეხვედრა როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული გამოდგა. პირველ ტურში ორივე  დინამომ ქულები დებიუტანტებთან დაკარგა  და შესაბამისად ორივე მათგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პირველი სამი ქულის მოპოვება, თუმცა ეს ამოცანა მომდევნო ტურისთვის გადაიდოდაპირისპირება ფრედ 1-1 დასრულდა. ანგარიში 50-ე წუთზე ჯამბულ ჯიღაურმა გახსნა და ბათუმის დინამო დააწინაურა, მაგრამ 5 წუთში სტუმართა კარში დანიშნულმა თერთმეტმეტრიანმა სტატუს-ქვო აღადგინა. პენალტი ზუსტად ნიკა ნინუამ  შეასრულა.

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მომდევნო ტური 11-12 მარტს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები