ესპანური პრესა: სანესთვის
Aa
Aa

ესპანური პრესა: სანესთვის "რეალი" კვლავ იბრძოლებს!

რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ "შალკეს" 20 წლის შემტევი, გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი, ლეროი სანე, "მანჩესტერ სიტიში" გადავიდოდა, თუმცა იგი ამ დრომდე გელზენკირხენური კლუბის საკუთრებაა.

ამ თემაზე კომენტარი ფეხბურთელის მამამ, სულეიმან სანემ, Sky Deutschland-თან საუბრისას გააკეთა.

"შეთანხმება, ჯერჯერობით, არავისთან მიგვიღწევია, შესაბამისად, როგორც "ბაიერნს", ასევე "სიტისა" და სხვა გუნდებს, შანსი აქვთ". 

დღეს დილით ესპანურ პრესაში, დაიწერა, რომ მადრიდის "რეალი", სანეს შეძენას კვლავ ეცდება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტრანსფერზე "ბლანკოსი" იანვარშიც ფიქრობდა. 

დავამატოთ ისიც, რომ "შალკეს" მესვეურების თქმით, 40 მილიონზე ნაკლებად სანე არ გაიყიდება და ისინი ასეთ შემოთავაზებას არც განიხილავენ. 

 

მომზადებულია as.com-ის მიხედვით

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები