კორონავირუსი - NBA შეხვედრების ქომაგების გარეშე ჩასატარებლად ემზადება
Aa
Aa

კორონავირუსი - NBA შეხვედრების ქომაგების გარეშე ჩასატარებლად ემზადება

კორონავირუსი NBA-საც შეეხო. 7 მარტს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ხელმძვანელობამ გუნდებს ოფიციალური წერილები გაუგზავნა, რომელშიც მითითებულია, რომ ლიგის ყველა გუნდი შეხვედრების უმაყურებლოდ ჩატარებისთვის უნდა მოემზადოს.

ასევე, ლიგამ გუნდებს მოსთხოვა, რომ მათ დაადგინონ აუცილებელი პერსონალის რაოდენობა, შემდეგ კი მათი სია გადააგზავნონ. საქმე ეხება ადგილობრივ თანამშრომლებს, რომლებიც შეხვედრების ცარიელ ტრიბუნებზე ჩატარების შემთხვევაში დარბაზში დაიშვებიან.

NBA გეგმავს, რომ კალათბურთელებსა და ადგილობრივ პერსონალს შემოწმება ადგილზევე ჩაუტარონ, რათა მატჩი ყველანაირი რისკის გარეშე ჩატარდეს.

აქვე გეტყვით, რომ აშშ-ში კორონავირუსის 338 ფაქტია დაფიქსირებული, რომელთაგან 14 ლეტალურია.

რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან კორონავირუსის ინფიცირების 12 შემთხვევაა დადასტურებული, კარანტინის რეჟიმშია 140 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 42.

P.S. NBA-ში კალათბურთელებს ქომაგებთან ეგრეთწოდებული ხელის მირტყმა უკვე ეკრძალებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები