ხარაიშვილის მაღალი შედეგიანობა: გოლი და საგოლე პასი
Aa
Aa

ხარაიშვილის მაღალი შედეგიანობა: გოლი და საგოლე პასი

გიორგი ხარაიშვილისთვის 2020 წლის სეზონი მაღალი შედეგიანობით დაიწყო, საქართველოს ეროვნული ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა შვედეთის თასის საწყის ორ მატჩში 2 გოლი  გაიტანა და კვლავ ამტკიცებს, რომ ''გიოტებორგისთვის'' უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.

მე-7 ჯგუფის მეორე ტურში ''სოლენტუნასა'' და ''გიოტებორგის'' მატჩის 21-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ანგარიში გახსნა და სტუმრები დააწინაურა. პირველი ტაიმი ''გიოტებორგმა'' მინიმალური სხვაობით მოიგო. 

ხარაიშვილის გოლი

შესვენების შემდეგ ''გიოტებორგმა'' მეორე გოლი გაიტანა, 67-ე წუთზე ხარაიშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა და მისმა თანაგუნდელმა სოიდერმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 0:2.

ხარაიშვილის საგოლე პასი

შეგახსენებთ, პირველ ტურში  ''გიოტებორგმა'' ''ვესტეროსი'' 2:0 დაამარცხა. ისევე როგორც მეორე ტურში, პირველი ტურის მატჩშიც ანგარიში ხარაიშვილმა გახსნა.

ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრას ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში, 7 მარტს ''სირიუსთან'' გამართავს. ერთა ლიგაზე ბელარუსთან ნახევარფინალურ შეხვედრამდე ეს იქნება ხარაიშვილის ბოლო ოფიციალური შეხვედრა.

შვედეთის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონი აპრილში აიღებს სტარტს, პირველ ტურში, 5 აპრილს ხარაიშვილის გუნდი ''ელფსბორგს'' მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები