ხოჭოლავას შახტარმა ბენფიკა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
Aa
Aa

ხოჭოლავას შახტარმა ბენფიკა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

უეფას ევროპა ლიგის 1/16-ფინალურ ეტაპზე დონეცკის ''შახტარმა'' ლისაბონის ''ბენფიკას'' ბარიერი დაძლია და მერვედფინალში გავიდა. უკრაინულმა გუნდმა ორი მატჩის ჯამში 5:4 გაიმარჯვა. უკრაინაში გამართული მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, ხოლო ლისაბონური დაპირისპირება 3:3 დასრულდა.

დავით ხოჭოლავას უკრაინაში არ უთამაშია, სამატჩო განაცხადში არ იმყოფებოდა, ხოლო პორტუგალიაში მატჩის მიწურულს გამოჩნდა მინდორზე, მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ კაშტრუმ მეორე ტაიმის მეორე დამატებულ წუთზე ჩართო თამაშში, როცა ექვსივე გოლი გასული იყო.

მიმდინარე წელს 27 წლის დავით ხოჭოლავამ პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მიმდინარე სეზონში ხოჭოლავას უკრაინურ კლუბში მცირე სათამაშო დრო აქვს, უკრაინის ჩემპიონატის 19 ტურიდან მხოლოდ 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა, 7 შეხვედრაში სათადარიგო იყო და არ ათამაშეს. გარდა ამისა, ორ მატჩში სანაკრებო პაუზის გამო ვერ ითამაშა.

დღეს, 28 თებერვალს თბილისის დროით 16:00 საათზე ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება.

ფოტო: shakhtar.com

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები