გამარჯვება პენალტების სერიაში: ხიზანიშვილის გუნდმა ალბანეთს მოუგო
Aa
Aa

გამარჯვება პენალტების სერიაში: ხიზანიშვილის გუნდმა ალბანეთს მოუგო

ზურაბ ხიზანიშვილის გაწვრთნილმა საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა უეფას განვითარების თასის მეორე შეხვედრაში ალბანეთს პენალტების სერიაში 4:3 სძლია.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა. მე-7 წუთზე საქართველოს ნაკრების  ფეხბურთელმა დიმიტრი ღურწკაიამ პენალტი გოლად აქცია. ალბანეთის ნაკრებმა ანგარიშის გათანაბრება მეორე ტაიმის მეხუთე დამატებულ წუთზე მოახერხა.

საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ბერუაშვილი, ბაგრატიონი (ლაბაძე 70), მოლაშვილი, ღურწკაია ( ნ. დავრაშელიძე 61), ქართველიშვილი (ბართია 70), გეგიაძე (კალანდაძე 31), ბერია, ლაცაბიძე ( ხუტიაშვილი 61), შიოლაშვილი (დვალიშვილი 61), ბერიანიძე ( გ. დავრაშელიძე 79), ხაბურზანია (აღდგომელაშვილი 70)

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები ტურნირზე დასკვნით მატჩს ლიეტუვასთან გამართავს. შეხვედრა პირველ მარტს თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ალჟირი 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი დავით შიოლაშვილმა შეაგდო.

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები