Aa
Aa

იუვე-ინტერიც მაყურებლების გარეშე - სერია A-ს სრული ტური სავარაუდოდ უაუდიტორიოდ ჩაივლის

იტალიური პრესის ინფორმაციით, სერია A-ს მომდევნო ტურის ყველა მატჩი დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

როგორც ირკვევა, მთავრობასთან გუშინდელი კონსულტაციის შემდეგ, ტურნირის ორგანიზატორებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.

გუშინ საღამოსვე ქვეყნის სპორტის მინისტრმა, ვინჩენცო სპადაფორამ მედიას განუცხადა, რომ ექვს რეგიონში: ლომბარდიაში, ვენეტოში, პიემონტეში, ფრიული-ვენეცია ჯიულიაში, ლიგურიასა და ემილია რომანიაში სპორტულ ღონისძიებებზე აუდიტორიის დასწრება აიკრძალა.

როგორც ვხედავთ, კორონავირუსი ყველაზე ფართოდ და მწვავედ იტალიის ჩრდილოეთშია გავრცელებული. შესაბამისად, უმაყურებლოდ ჩაივლის, როგორც „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ ამ უქმეებზე გასამართი სუპერმატჩი, ასევე „ნერაძურის“ საშინაო შეხვედრა, „ლუდოგორეცის“ წინააღმდეგ, ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ ეტაპზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მონაცემებით, კორონავირუსმა იტალიაში 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ჯამში კი უკვე ეპიდემიის 220-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები