სვანიძე:
Aa
Aa

სვანიძე: "ამ წლების განმავლობაში, ხელფასის გარდა, ზედმეტად 1 თეთრი არ ამიღია"

რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უკვე მეორედ გადაიდო. დღეს დაგეგმილი არჩევნების სარეგისტრაციო პროცესი ხმაურისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფონზე წარიმართა, საბოლოოდ კი კვორუმი არ შედგა.

რეგისტრაციაზე მისულ რაგბის კავშირის ამჟამინდელ პრეზიდენტ გოჩა სვანიძეს მისი ოპოზიციონერები უხამსი შეძახილებით შეხვდნენ და ფულის გაფლანგვაში ღიად ადანაშაულებდნენ.

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, არსებობს აუდიტის დასკვნა, რომლითაც ამჟამინდელი პრეზიდენტის მუშაობის პერიოდში არაერთი დარღვევაა აღმოჩენილი, ხოლო მთავარი ბრალდება მიწების უკანონოდ გასხვისებას უკავშირდება.

სვანიძემ ყველა ამ თემის შესახებ ტელეარხ "ფორმულას" გადაცემა - "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა"-ში ისაუბრა, ბრალდებები უარყო და განმარტებები გააკეთა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები