Aa
Aa

"გვიგულშემატკივრეთ", - "ვისლას" სასიამოვნო ჟესტი: პოსტერი ქართულად!

კვირას, გიორგი მერებაშვილის „ვისლას“ პოლონეთის ექსტრაკლასაში „ზაგლებეს“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მატჩი ელის.

პლოცკის „ვისლას“ facebook გვერდმა მატჩის პოსტერი გამოაქვეყნა, რომელზეც მერებაშვილია და ტექსტი ქართულად არის დაწერილი.

„კვირას ჩვენ ველოდებით ძალიან მნიშვნელოვან თამაშს ზაგლებიეს წინააღმდეგ 15:30. გვიგულშემატკივრეთ“.

33 წლის ქართველი შემტევი ჩინებულ ფორმაში იმყოფება. 2020 წელი მან „პოგონთან“ გატანილი გოლით აღნიშნა, რომელიც სეზონში მე-5 იყო.

მერებაშვილის გუნდი 22 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-8 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მერებაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობის წევრია და მარტის ისტორიული მატჩებისთვის განაცხადში მოიაზრება. მისი ფორმის გათვალისწინებით, ვლადიმირ ვაისი დიდი ალბათობით გამოცდილ შემტევს ნაკრებში უხმობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები