კობიაშვილი 30-წლიან იუბილეზე:''ქართულმა ფეხბურთმა გრძელი გზა განვლო''
Aa
Aa

კობიაშვილი 30-წლიან იუბილეზე:''ქართულმა ფეხბურთმა გრძელი გზა განვლო''

1990 წლის 15 თებერვალს ქართული ფეხბურთი საბჭოთა ფეხბურთს გამოეყო და მას შემდეგ ზუსტად 30 წელი გავიდა. ჭადრაკის სასახლეში გამართულ დამფუძნებელ ყრილობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაარსდა. საიუბილეო ფაქტთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

ლევან კობიაშვილი: ''გარდა სპორტული დამოუკიდებლობისა, 30 წლის წინ, ფეხბურთის ფედერაციის დაარსებით, ქართული ფეხბურთის კომუნა, უმნიშვნელოვანეს, ქვეყნის სუვერენიტეტის საკითხს გამოექომაგა, რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო არამხოლოდ ფეხბურთისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. საიუბილეო თარიღიდან მალევე, დაახლოებით ერთი თვის თავზე დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატი, ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი ჩაატარა და გაიმართა საქართველოს თასის პირველი გათამაშება.

მას შემდეგ ქართულმა ფეხბურთმა გრძელი გზა განვლო. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ქართული ფეხბურთის განვითარებაში და დღესაც აქტიურად ემსახურება მას. 

წინ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი და მჯერა, რომ თითოეული თქვენგანის ჩართულობით და მხარდაჭერით ერთად დავწერთ ქართული ფეხბურთის წარმატების ისტორიას!''

ფოტო: gff.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები