ჩეხმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
ვეტერანმა ჩეხმა მეკარემ, პეტრ ჩეხმა, სანაკრებო ფეხბურთიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
"ჩვენ ერთად ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი განვიცადეთ. გუნდს სამომავლოდ, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ". - დაწერა ფეხბურთელმა "ტვიტერზე".
ჩეხმა აღნიშნული გადაწყვეტილება 34 წლის ასაკში მიიღო. იგი ეროვნულ გუნდში 2002 წლიდან გამოდიოდა და ამ დროის მანძილზე 124 სანაკრებო "კეპი" დააგროვა.
