ნოიერი: "არ გაგვიმართლა"
გერმანიის ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, საფრანგეთთან (0:2) წაგებულ შეხვედრაზე, კომენტარი გააკეთა.
"გვქონდა შანსი, ერთი ან ორი გოლი გაგვეტანა, თუმცა არ გაგვიმართლა. მთელი თამაში უპირატესობას ვფლობდით, იღბალი კი აშკარად მათ მხარეს იყო".
"ცხადია მეტოქემ კარგად ითამაშა, თუმცა, საერთო ჯამში, ვფიქრობ, მატჩი სამართლიანი შედეგით არ დამთავრდა". - განაცხადა ლაკონურად ნოიერმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით