ჭანტურია ''საბურთალოსთან'' მოლაპარაკებას აწარმოებს
CrystalSport-ის ცნობით არნემის ''ვიტესის'' ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ჭანტურია მოლაპარაკებას ''საბურთალოსთან'' აწარმოებს. მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძეს ჭანტურიასთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს და შესაძლოა ფეხბურთელმა თბილისურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმოს.
26 წლის შემტევმა 2018 წლის მიწურულს რუსული ''ურალი'' დატოვა და მას შემდეგ თავისუფალი აგენტია.
გასულ ზაფხულში ჭანტურია თურქულ ‘‘ჰათაისპორში’’ გადასვლასთან ახლოს იყო, გუნდთან ერთად შეკრებაზეც იმყოფებოდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება არ შედგა.
2009-10 წლებში ჭანტურია კატალონიის ''ბარსელონას'' აკადემიის ფეხბურთელი იყო. რაც შეეხება პროფესიულ კარიერას, ჰოლანდიის ერედივიზიეს არნემის ''ვიტესში,'' გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ''დუისბურგში,'' რუმინულ ''კლუჟში,'' რუსულ ვლადიკავკაზის ''ალანიასა'' და ''ურალში'' ასპარეზობდა.
გიორგი ჭანტურიამ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 12 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი შეაგდო. მას საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. საფეხბურთო სპეციალისტები მას დიდი მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა.