„შავი მამბა
Aa
Aa

„შავი მამბა" და 5 წლის მომაკვდავი კობი

Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, კრისტენ ოკონერ ჰეხტი „შავ მამბასთან“ დაკავშირებით გულისამაჩუყებელ ისტორიას იხსენებს. კრისტენი გვაუწყებს, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკის მქონე კობიმ როგორღაც დრო გამონახა და 5 წლის მომაკვდავი ბავშვი გააბედნიერა.

ოკონერი რამდენიმე წლის წინ მომხდარზე საუბრობს, როცა ის ფინიქსში მდებარე ერთ-ერთ საავადმყოფოში, ხოლო მისი მეუღლე, ტომი „ფინიქს სანსში“ მუშაობდა.

„მახსოვს ერთხელ ტომს „ლეიკერსის" კალათბურთელების მიერ ხელმოწერილი ნივთი ვთხოვე. მინდოდა 5 წლის მომაკვდავი ბავშვი გამეხარებინა, რომელსაც კობი ერქვა. თანაც კვირის ბოლოს ქალაქში „ლეიკერსი“ ჩამოდიოდა და მოკლედ ყველაფერი კარგად დაემთხვა.

ტომს დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ჩემი თხოვნის შესასრულებლად მაქსიმუმი გაეკეთებინა, თუმცა გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერი გამოვიდოდა. მეორე დღეს ტომმა დამირეკა და მახარა: „ის ჩვენს თხოვნას შეასრულებს". ენა ჩამივარდა და არ ვიცოდი რა ხდებოდა. იმ მომენტში მეგონა, რომ ჩემი მეუღლე სამსახურიდან ბურთს მოიტანდა ან რაიმე სუვენირს გვისახსოვრებდა. თუმცა მოგვიანებით მითხრა, რომ კალათბურთელი ჩვენს ისტორიას გაეცნო და ბავშვთან შეხვედრა სურდა. გავოცდი. ბედნიერი ვიყავი და სიტყვები არ მყოფნიდა. მეორე დღეს კი საავადმყოფოში კობი ბრაიანტი გამომეცხადა, რომელსაც თან არავინ ახლდა. არც პიარი! არც ჟურნალისტები! არც პირადი მცველები! არავინ! 

მამბა ერთი საათის განმავლობაში ბავშვთან ერთად კალათბურთს თამაშობდა,(ერთმანეთს პასების აძლევდნენ) ხოლო 5 წლის ბიჭუნას დედა შვილის გვერდით იჯდა და იღიმებოდა... წარმოიდგინეთ, სამედიცინო აპარატურა, რომელიც ბავშვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად იყო საჭირო, განგაშის ხმას გამოსცემდა, მაგრამ ეს დიდად არავის ანაღვლებდა. მე და ტომი იქვე ვიდექით და საოცარ სცენას გაოგნებულები ვუცქერდით. მოგვიანებით ბრაიანტმა რამდენიმე ნივთზე ავტოგრაფი დატოვა და ბიჭუნას დაემშვიდობა. კლინიკის დატოვებამდე კი მკითხა: „კრისტენ, რით შემიძლია დაგეხმარო? თუ ფინანსური პრობლემები აქვთ, შემიძლია ყველაფერი ჩემ თავზე ავიღო“. ბრაიანტს ვუთხარი, რომ ბიჭუნას გულის დეფექტი ჰქონდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოპერაციის ჩატარება და გულის გადანერგვა შეუძლებელი გახლდათ.

კობის ქმედებებმა გამაოცა. პატარა კობი კი ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. დაახლოებით სამი კვირის შემდეგ ბიჭუნას დედასგან წერილი მივიღე. ქალბატონი მეუბნებოდა, რომ „მამბასთან“ შეხვედრამ მის შვილს უდიდესი ბედნიერება მიანიჭა და ეს კობის ხანმოკლე ცხოვრებაში საუკეთესო მომენტი გახლდათ. დედამისმა ისიც ახსენა, რომ იმ საღამოს გადაღებული ფოტოების გარდა, პატარა კობი არცერთ სხვა ფოტოში არ იცინოდა“...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები