„ერთი ისტორია თავიდან არ ამომდის
Aa
Aa

„ერთი ისტორია თავიდან არ ამომდის" - აივერსონი ბრაიანტის ტრაგედიას გამოეხმაურა

ლეგენდარული კალათბურთელი, ალენ აივერსონი კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გამოეხმაურა. Answer-მა სოციალურ ქსელებში ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ.

„ჩემი დღევანდელი განწყობის სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია. თავში ორად ორი სიტყვა მომდის - გულგატეხილი და განადგურებული. რა არ ვცადე, მაგრამ საშინელი შეგრძნება, რომელიც კობის დაღუპვის ამბის გაგების შემდეგ დამეუფლა, ვერა და ვერ მოვიშორე“.

„ჩემი და ბრაიანტის საკალათბურთო შერკინებები ხალხს არასდროს დაავიწყდება, მაგრამ ჩემთვის ყველაფერი უფრო სიღრმისეულადაა. ყოველ ჯერზე, როცა პარკეტზე საბრძოლველად გავდიოდით, კობის სულგრძელობასა და პატივისცემას, რომელიც მას კალათბურთის მიმართ გააჩნდა, ჩემი თვალებით ვხედავდი“.

„ერთი ისტორია თავიდან არ ამომდის. ეს მაშინ მოხდა, როცა ახალწვეული ვიყავი და ლოს-ანჯელესში, „ლეიკერსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ პირველად ჩავედი. სასტუმროში გავჩერდი, სადაც კობიმ მომაკითხა და თავისი ავტომობილით რესტორანში წამიყვანა. როცა დავბრუნდით მკითხა საღამოსთვის რა გეგმები მქონდა. მე ვუთხარი, რომ ღამის კლუბში ვაპირებდი წასვლას და კითხვა შევუბრუნე. ბრაიანტმა ასე მიპასუხა: „სავარჯიშო დარბაზში მივდივარ“. კობი ასეთი ადამიანი იყო. ის კალათბურთის ნამდვილი მოსწავლე გახლდათ და ამ სპორტით ცხოვრობდა. Mamba Mentality-სგან და ჩემი ძმის ცხოვრებიდან რაღაც ყველა ჩვენგანს შეუძლია ისწავლოს. კობის, როგორც კონკურენტს, მეგობარსა და ძმას უდიდეს პატივს ვცემ და ყოველთვის ასე იქნება“.

„ბრაიანტის მეუღლეს, მის შვილებსა და ტრაგედიაში დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობას ვუცხადებს და მათთვის ვლოცულობ. მეც მამა ვარ და წარმოდგენა არ მაქვს ისინი ახლა რას განიცდიან. ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით, მაგრამ შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად ძალა ერთად უნდა გამოვნახოთ, რადგან კობის სწორედ ეს ენდომებოდა“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები