შენგელიას 13 ქულა და ბურჯანაძის გამარჯვება ''ბილბაოსთან''
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა და ბურჯანაძის გამარჯვება ''ბილბაოსთან''

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-19 ტურში ''გრან კანარიამ'' ''ბილბაო'' 92:54 გაანადგურა. გამარჯვებულთა ქართველმა კალათბურთელმა ბექა ბურჯანაძემ პარკეტზე 17 წუთი და 53 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 2 ქულა, 6 მოხსნა. ბურჯანაძეს სამქულიანის ჩაგდების სამი შანსი ჰქონდა, თუმცა სამივე შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო ორიდან 1 ორქულიანი ჩააგდო.

თორნიკე შენგელიას ''ბასკონია'' საკუთარ კედლებში ''ანდორასთან'' 73:77 დამარცხდა. ქართველის გუნდმა მიმდინარე სეზონში მეათე მატჩი წააგო და ''ბასკონიას'' ანგარიშზე მხოლოდ 18 ქულაა. შენგელიას გუნდი მე-10 პოზიციაზეა.

შენგელიამ პარკეტზე 36 წუთი და 15 წამი გაატარა, ამჯერად მან მხოლოდ 13 ქულა ჩააგდო. შენგელიას სამქულიანების ჩაგდების ოთხი შანსი ჰქონდა, თუმცა ბურჯანაძის მსგავსად სამქულიანი ვერც მანდ ჩააგდო.

შემდეგ ტურში ''ბასკონია'' ''უნიკახას'' შეხვდება, ხოლო ''გრან კანარიას'' მეტოქე აუტსაიდერი ''ფუენლაბრადა'' იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები