ქვილითაიას შესანიშნავი თამაში და საგოლე გადაცემა!
Aa
Aa

ქვილითაიას შესანიშნავი თამაში და საგოლე გადაცემა!

ბელგიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ''გენტმა'' მორიგი მატჩი ჩაატარა, ტორუპის გუნდმა შინ ''გენკი'' 4:1 დაამარცხა. მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩაკვეტაძე არ ათამაშა, ქართველმა ტალანტმა მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

მეორე ტაიმის პირველ დამატებულ წუთზე თამაშში გიორგი ქვილითაია ჩაერთო, რომელმაც მეოთხე დამატებულ წუთზე კარგად ითამაშა, მეტოქის ფეხბურთელებს აჯობა და საგოლე გადაცემა შეასრულა, რომელიც გოლად ანდერსონ ნიანგბომ აქცია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ბელგიის ჩემპიონატის ზედიზედ მეორე მატჩში შეასრულა საგოლე პასი.

 

მიმდინარე სეზონში 25 წლის ქვილითაიამ ბელგიის ელიტარული ლიგის 17 მატჩში 3 საგოლე პასი შეასრულა, გოლები კი მხოლოდ სათასო დაპირისპირებაში შეაგდო.

''გენტმა'' 23 ტურიდან 13 მატჩი მოიგო და 45 ქულით მეორე ადგილზეა, ტორუპის გუნდი ლიდერ ''ბრიუგეს'' 7 ქულით ჩამორჩება. გარდა ამისა, ''ბრიუგეს'' ორით ნაკლები შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ფოტო: kaagent.be

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები