Aa
Aa

ეგვიპტურმა კლუბმა 75 წლის ფეხბურთელი გაიფორმა

ეგვიპტის რანგით მესამე დივიზიონში მოასპარეზე გუნდმა, „6-მა ოქტომბერმა“ 75 წლის ფეხბურთელი, ეზ ელ-დინ ბაჰადერი გაიფორმა. ეს ინფორმაცია ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ გაასაჯაროვა და სოციალურ ქსელში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.

„დღეს, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციამ მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელი დაარეგისტრირა. ეს მოთამაშე 75 წლის ეზ ელ-დინ ბაჰადერი გახლავთ, რომელიც მესამე დივიზიონში მოასპარეზე 6-მა ოქტომბერმა გაიფორმა. ის გინესის რეკორდების წიგნში შესასვლელად ემზადება და კლუბს უკვე შეუერთდა“.

ბაჰადერის კონტრაქტის დეტალები არ ხმაურდება და მისი საფეხბურთო წარსულის შესახებაც არაფერია ცნობილი. თუმცა თუ იგი მინდორზე გავა, ისააკ ჰაიკის რეკორდს დაამხობს. ამ უკანასკნელმა 2019 წლის აპრილში ისრაელის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე „ირონი ორ იეჰუდას“ რიგებში 73 წლის ასაკში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები