ნეიმარმა
Aa
Aa

ნეიმარმა "ბარსას" ფეხბურთელებს სეტიენის შესახებ ჰკითხა! - რა უნდა ბრაზილიელს?..

გამოცემა El Confidencial-ის ინფორმაციით, ნეიმარს "ბარსას" ლიდერებთან აქტიური მიმოწერა აქვს და მან ყოფილ თანაგუნდელებს ამჯერად კიკე სეტიენის შესახებ ჰკითხა.

ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს აინტერესებს, როგორი მწვრთნელია სეტიენი და როგორი შთაბეჭდილება მოახდინა მან "ბლაუგრანას" მოთამაშეებზე. გამოცემის თქმით, 27 წლის შემტევი კატალონიელთა იმ ფეხბურთელებს ესაუბრა, რომელთაც გუნდში უმაღლესი სტატუსი აქვთ.

როგორც გამოცემა გვამცნობს, ბარსელონელთა ვარსკვლავების პასუხი პოზიტიური უნდა ყოფილიყო, რადგან ისინი ერნესტო ვალვერდეს წასვლითა და სეტიენის სათამაშო სისტემით კმაყოფილნი არიან.

ფაქტია, რომ ნეიმარს "ბარსაში" მიმდინარე ამბები და იქაური სიახლეები აინტერესებს, თუმცა, ჯერჯერობით, მის "ნოუ კამპზე" დაბრუნებაზე საუბარი, არასერიოზულია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები