ებრალიძეს კვიპროსული კლუბები იწვევენ
Aa
Aa

ებრალიძეს კვიპროსული კლუბები იწვევენ

რუმინული ‘‘ვოლუნტარის’’ დატოვების შემდეგ ავთო ებრალიძე შესაძლოა კვიპროსის ჩემპიონატში ვიხილოთ. CrystalSport-ის ცნობით 28 წლის თავისუფალი აგენტის გადაბირება ‘‘ნეა სალამისსა’’ და ნიქოზიას ‘‘ოლიმპიაკოსს’’ სურთ.

კვიპროსის ჩემპიონატს თემურ ქეცბაიას ‘‘ანორთოსისი’’ ლიდერობს, ხოლო ‘‘ნეა სალამისი’’ მეხუთე ადგილზეა და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

ებრალიძეს პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სამ კლუბში უთამაშია. ''ჟილ ვისენტეს,'' ''შავეშისა'' და ''ნასიონალის'' ღირსებას იცავდა. საერთო ჯამში პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში 54 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები