ანჩელოტი ჯანის გადაბირებას გეგმავს
Aa
Aa

ანჩელოტი ჯანის გადაბირებას გეგმავს

ბრიტანული მედიის ცნობით ‘‘ევერტონის’’ მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის ემრე ჯანის გადაბირება სურს. მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს და შესაძლოა გერმანელი მოთამაშე ‘‘გუდისონ პარკზე’’ ვიხილოთ. ინგლისური კლუბი მზადაა ჯანის ტრანსფერში 30 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.

ჯანის გადაბირება ასევე სურს მილანის ‘‘ინტერს.’’

26 წლის ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონის სერია ა-ში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

მას ასევე უთამაშია მიუნხენის ''ბაიერნსა'' და ლევერკუზენის ''ბაიერში,'' ხოლო ''ლივერპულის'' ღირსებას 2014-18 წლებში იცავდა.

ჯანი ''მერსისაიდელებთან'' ერთად ევროპა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, თუმცა ორივე შეხვედრა ''ლივერპულისთვის'' წარუმატებელი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები