დეშამი:
Aa
Aa

დეშამი: "პირველი ტაიმი დიდებულად ჩავატარეთ"

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დიდიე დეშამმა, ისლანდიასთან (5:2) მოგებული შეხვედრის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:

"არ იყო ადვილი ყველაფრის ორგანიზება, თუმცა ჩვენ ყველაფერი დიდებულად გავაკეთეთ".

"ასეთ მატჩში მნიშვნელოვანი ფეხბურთელის დაკარგვა, დიდი სისულელე იქნებოდა, ამიტომაც შევცვალე ჟირუ და კოშელნი".

დეშამმა ორიოდ სიტყვა გერმანიის ნაკრებზეც თქვა, რომელსაც მისი გუნდი 1/2 ფინალში დაუპირისპირდება.

"უეჭველია, რომ გერმანიის ნაკრების დღესდღეობით საუკეთესოა. ძალიან რთული თამაში გვექნება, თუმცა მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ". - განაცხადა დეშამმა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები