Aa
Aa

მერტენსი მიდის - პრემიერ ლიგა თუ ლა ლიგა?

ნეაპოლური გაზეთი, IL MATTINO-ს ინფორმაციით, დრის მერტენსის აგენტებს იმედი აქვთ, რომ მათი კლიენტი სეზონის მეორე ნახევარს ახალ გუნდში შეხვდება. ბელგიელი ფეხბურთელის წარმომადგენლები რამდენიმე ცნობილ კლუბს დაუკავშირდნენ და მათ 32 წლის შემტევის ტრანსფერის გაჩარხვა შესთავაზეს.

IL MATTINO კლუბებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ ისინი პრემიერ ლიგაში და ლა ლიგაში ასპარეზობენ. მერტენსს ჩინეთში გადასვლის პერსპექტივაც ჰქონდა, თუმცა ხელფასთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვის ნიშნების გამო, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.

ნეაპოლური გაზეთი დასძენს, რომ მსურველ კლუბებს მერტენსის შეძენა სულ რაღაც 10 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და თავი 9 გოლითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები