„ინტერის
Aa
Aa

„ინტერის" სპორტული დირექტორი ლონდონში იმყოფებოდა - მოლაპარაკებები „ჩელსისთან" და „ტოტენჰემთან"?

“ინტერის” სპორტული დირექტორი, პიერო აუსილიო, ლონდონში იმყოფებოდა და ორი კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მილანის აეროპორტში აუსილიოს რეპორტიორები დახვდნენ და მას კომენტარის გაკეთება მოუწია.

„ნერაძურის“ დირექტორმა აღნიშნა, რომ იგი კლუბის შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობს, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგები წერენ, აუსილიო „ტოტენჰემისა“ და „ჩელსის“ უფროსობას შეხვდა და შესაბამისად - კრისტიან ერიქსენისა და ოლივიე ჟირუს ტრანფერებზე ელაპარაკა.

ჟირუს „ჯუზეპე მეაცაზე“ გადასვლა თითქმის გადაწყვეტილი ამბავია, ერიქსენის სატრანსფერო მოლაპარაკებები კი მას შემდეგ გართულდა, რაც საქმეში პსჟ ჩაერთო.

ფრანგებმა „ტოტენჰემს“ 20 მილიონი ევრო შესთავაზეს, შედეგად, ლონდონელებმა „ინტერის“ მიერ დაპირებული 10 მილიონი ევრო იუარეს და მისგან ახალ წინადადებას ელოდებიან.

რამდენიმე იტალიური გამოცემის თქმით, აუსილიომ ინგლისელებს 15-მილიონიანი შეთავაზება წარუდგინა. ასევე არაა გამორიცხული, რომ გარიგებაში მატიას ვესინოც ჩაერთოს.

როგორც Sky Sport Italia-მ გუშინ დაწერა, თავად ერიქსენი „შავ-ლურჯებში“ გადასვლას დათანხმდა, ასე რომ, „ინტერს“ „ტოტენჰემთან“ შეთანხმებაღა რჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები