ბუფონი:
Aa
Aa

ბუფონი: "ნოიერი? მე 38 წლის ვარ"...

იტალიის ნაკრების მეკრემ, გუნდის ცოცხალმა ლეგენდამ, ჯანლუიჯი ბუფონმა, ნოიერთან მის შედარებაზე ისაუბრა:

"მე ვთქვი, რომ ნოიერი ჩემზე უკეთესია და ეს სიმართლეა. ის ძალიან სტაბილური და დამაჯერებელია, ფეხით შესანიშნავად თამაშობს. ეს ყველაფერი, ვფიქრობ, საკმარისია, რომ მას დიდებული მეკარე ვუწოდოთ. მე 38 წლის ვარ, სულ რაღაც 2 წელიწადში კარიერას დავამთავრებ, ასეთ დროს კი, არ მგონია, გაცილებით ახალგაზრდა კონკურენტებთან შედარება მართებული იყოს, რადგან არავინ იცის, ჩვენ ერთ ასაკში როგორ ვითამაშებდით". 

ამის შემდეგ "ჯიჯიმ" უშუალოდ დღევანდელ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"არ აქვს მნიშვნელობა, რომ ჩვენ მათ 2006 და 2012 წლებში 1/2 ფინალური თამაშები მოვუგეთ. დღეს სხვა მოცემულობაა, სხვა გუნდებია და ყველაფერს, ტრადიციულად პატარ-პატარა დეტალები გადაწყვეტს. ასეთი დონის მეტოქესთან წვრილმანი შეცდომაც არ გეპატიება, 90 წუთი მაქსიმალურ კონცენტრაცია და ბრძოლა მოედნის თითოეულ მონაკვეთზე. დანარჩენს შეხვედრა გვაჩვენებს". - დასძინა ბუფონმა, რომელმაც, ზემოთ ხსენებულ ორივე მატჩის მოგებაში, თავისი "მოკრძალებული" წვლილი შეიტანა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები