კიტეიშვილის მორიგი გოლი საფეხბურთო თრილერში!
Aa
Aa

კიტეიშვილის მორიგი გოლი საფეხბურთო თრილერში!

ავსტრიის ბუნდესლიგაში ოთარ კიტეიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლინცის ''ლასკთან'' გასვლით მატჩში თავი გამოიჩინა.

მატჩის 24-ე წუთზე კიტეიშვილმა მეტოქის საჯარიმოში დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და ანგარიში მისი გუნდის სასარგებლოდ 0:3 გახდა. 23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპიონატში მე-18 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 4 გოლი და 5 საგოლე პასია.

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის უკანასკნელ სამ მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა.

 

მიუხედავად იმისა, რომ 24-ე წუთისთვის კიტეიშვილის გუნდი გასვლით მატჩს სამგოლიანი უპირატესობით იგებდა, ტაიმის მიწურულს ''ლინცმა'' ორი გოლი შეაგდო, 74-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა.

ოთარ კიტეიშვილმა სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა, მე-80 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

86-ე წუთზე ''შტურმი'' რიცხვობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა, თუმცა ანგარიში არ შეცვლილა, მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა.

ავსტრიის ბუნდესლიგის 12-გუნდიან ჩემპიონატში ''შტურმი'' 28 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები