Aa
Aa

ორმაგი დუბლი და შეხვედრის MVP! ბითაძემ იფრინა!

''ინდიანა პეისერსიდან'' ''ფორტ ვეინში'' განათხოვრებულმა გოგა ბითაძემ შესანიშნავი სადებიუტო მატჩი ჩაატარა. NBA-ს G ლიგაში ''ფორტ ვეინმა'' ''ერი ბეიჰოუქსი'' 113:93 დაამარცხა. ქართველმა პარკეტზე 35 წუთი და 36 წამი გაატარა. მის ანგარიშზე 26 ქულა, 14 მოხსნა, 4 პასი, 2 ჩაჭრა და 3 დაფარებაა. 

ბითაძის ბრწყინვალე გადაცემა

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოგა ბითაძე დასახელდა. ასე რომ მისი ასპარეზობა ძალიან წარმატებული გამოვიდა, მან გუნდს დიდი სარგებელი მოუტანა და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, ''ინდიანამ'' ქართველი ცენტრი ''ფორტ ვეინში'' 1 მატჩით გაანათხოვრა.

ბითაძის დაფარება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები