მერებაშვილის აღიარება: ქომაგებმა ქართველი საუკეთესოდ სცნეს!
Aa
Aa

მერებაშვილის აღიარება: ქომაგებმა ქართველი საუკეთესოდ სცნეს!

პოლონური პლოცკის ''ვისლას'' ქართველი ფეხბურთელი გიორგი მერებაშვილი კლუბის ქომაგების რჩეულია. გულშემატკივართა გამოკითხვით საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნოემბერის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ნოემბერში 33 წლის მერებაშვილმა პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო. მან თავი მე-16 ტურში ზაბჟეს ''გურნიკთან'' გასვლით შეხვედრაში გამოიჩინა, მე-40 წუთზე მისი გოლით პლოცკური გუნდი დაწინაურდა, თუმცა მერებაშვილის გოლი გამარჯვების არ აღმოჩნდა, მატჩი ფრედ დასრულდა.

გიორგი მერებაშვილმა მიმდინარე სეზონში პოლონეთის უმაღლეს ლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.

ფეხბურთელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ კლუბის დატოვებას სეზონის ბოლომდე არ აპირებს. ასე რომ მისი ბათუმის ''დინამოში'' ტრანსფერი არ შედგება.

საქართველოში, სერბეთსა და საბერძნეთში ასპარეზობის შემდეგ მერებაშვილი პოლონეთში მეოთხე სეზონს ატარებს. მან ექსტრაკლასაში 104 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი შეაგდო და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები