ოფიციალურად: დანი ალვეშმა
Aa
Aa

ოფიციალურად: დანი ალვეშმა "იუვენტუსთან" კონტრაქტი გააფორმა!

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა საიტმა, ბრაზილიის ნაკრების მცველის, დანი ალვეშის შეძენის ფაქტი დაადასტურა.

33 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ალვეში ტურინში კვირას ჩაფრინდა. გუშინ მან სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და კლუბთან კონტრაქტიც გააფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, ალვეში საფეხბურთო სამყარომ "სევილიიდან" გაიცნო, რომელმაც 19 წლის ასაკში შეიძინა ბრაზილიური "ბაიასგან". ფეხბურთელმა ანდალუსიაში 5 წელიწადი გაატარა და ამის შემდეგ "ბარსელონაში" გადაბარგდა. ეს ტრანსფერი მსოფლიოში მცველებს შორის მესამე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი იყო.

"იუვენტუსში" დანი ალვეში მარჯვენა ფლანგზე კონკურენციას შტეფან ლიხტშტაინერს გაუწევს.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსს" ბრაზილიელი განაპირა მცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები