ყაზახეთის პრემიერ ლიგა: 2019 წლის სეზონში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა ელგუჯა ლობჯანიძემ მოიგო
Aa
Aa

ყაზახეთის პრემიერ ლიგა: 2019 წლის სეზონში ყველაზე მეტი ორთაბრძოლა ელგუჯა ლობჯანიძემ მოიგო

ელგუჯა ლობჯანიძე 2019 წლის სეზონში ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მოგებული ორთაბრძოლების მაჩვენებლით საუკეთესო იყო. მან 751 ორთაბრძოლიდან 328 მოიგო.

2019 წლის სეზონში ტანმაღალმა ქართველმა ფორვარდმა პრემიერ ლიგის 24 მატჩში 8 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა შეასრულა და აუტსაიდერ "თარაზს" ელიტაში დარჩენაში დაეხმარა.

ახალ სეზონში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი "კაისარში" ითამაშებს, რომელიც ევროპა ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

2019 წელი ლობჯანიძის კარიერაში საუკეთესო იყო, რადგან საკლუბო კარიერაში შედეგიანი ასპარეზობის პარალელურად ეროვნული ნაკრების სრულუფლებიანი წევრი გახდა. მას ვლადიმირ ვაისი ენდობა და სათამაშო დროს რეგულარულად აძლევს. ლობჯანიძის დებიუტი ეროვნულ გუნდში 2017 წელს სწორედ ვაისის ხელმძღვანელობისას შედგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები